ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 59-ე კმ-ზე არსებული
რეაბილიტირებული გვირაბის გახსნის ღონისძიება დღეს გაიმართება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გახსნის ღონისძიებას
დაესწრებიან: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის
თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის
თავმჯდომარის მოადგილე კობა გაბუნია, სამეგრელო-ზემო სვანეთის
გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი და ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები