მესტიის მიმართულებით არსებულ გზაზე რეაბილიტირებული გვირაბი გაიხსნა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის
პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე
ირაკლი ქარსელაძესთან ერთად, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 59-ე
კმ-ზე რებილიტირებული გვირაბი გახსნა.
დღეიდან, მესტიის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის გადაადგილება
განახლებული გვირაბის გავლით განხორციელდება. მისი სიგრძე 537 მეტრი,
ხოლო დიამეტრი 18,5 მეტრია.
არსებული გვირაბი დაზიანებული იყო და ვერ აკმაყოფილებდა სატრანსპორტო
მოთხოვნებს. პროექტის შესაბამისად, განხორციელდა მისი სრული
რეაბილიტაცია.
გვირაბის რეაბილიტაციის პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და
მისმა ღირებულებამ 6 370 000 ლარი შეადგინა. სამუშაოები 2017 წლის
მარტში დაიწყო და მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდა. სამუშაოებზე 150
ადამიანი იყო დასაქმებული.
მასალის გამოყენების პირობები