დე ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტები 24 აგვისტოს
მოსკოვში ჩავლენ. ინტერნეტ - გამოცემა „აიაირას“ ცნობით, ისინი
რუსეთის
ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მიერ საქართველოს
ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარების 10 წლისთავთან
დაკავშირებით მიიწვია.
გასული წლის ნოემბერში რუსული მედია წერდა, რომ ანატოლი ბიბილოვმა
ვლადიმირ პუტინი 2018 წლის 26 აგვისტოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში
მიიწვია. თუმცა, როგორც ჟურნალისტებს კრემლში განუცხადეს, რუსეთის
პრეზიდენტის გრაფიკი მიწვევის მიღების საშუალებას არ იძლევა, ამიტომ,
პუტინმა თავად დაპატიჟა რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვი, რათა მათ
„დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავი მიულოცოს“.
ამავე ცნობით, „პრეზიდენტების“ მოსკოვში ყოფნის პარალელურად, 23-24
აგვისტოს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ანგელა მერკელი ეწვევა.
რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ე.წ.
სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა.
მასალის გამოყენების პირობები