ფესტივალის Echowaves პირველი დღე და სტუმრების შთაბეჭდილებები (ფოტო, ვიდეო)
11:40 / 24.08.2018
ანაკლიაში მუსიკალურ ფესტივალ Echowaves-ის მთავარ სცენაზე მსმენელის
წინაშე Juan Atkins, Dzijan Emin და თბილისის
სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრი წარსდგნენ. მათ,
ფესტივალის სტუმრებს 2 საათიანი მუსიკალური პროგრამა შესთავაზეს.
„ის რასაც ექოვეივზე ვუკრავთ, არის ორკესტრისა და ტექნო მუსიკის
სინთეზი. დიჟან ემინმა ჩემი მუსიკის ინტერპრერაცია მოახდინა და
ელექტრონული მუსიკა საორკესტრო ნაწარმოებად გადრაქმნა. ძალიან
საინტერესოა ჩემთვის იმის მოსმენა, თუ როგორ უკრავენ
ინსტრუმენტალისტები ტექნოს. სკოლოს პერიოდში კლასიკური მუსიკის
განათლება მეც მაქვს მიღებული, მუსიკის თეორიასაც ვსწავლობდი, მაგრამ
ამ მიმართულებით სერიოზულად მუშაობაზე მანამდე არ მიფიქრია, ეს ფორმა
ჩემთვის ახალი და საინტერესოა“, - თქვა Juan Atkins-მა.
ტურისზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ იორაშვილი ინფორმაციით,
ღონისძიების პირველ დღეს Echowaves 4500-ზე მეტი ადამიანი
ესტუმრა.
„ფესტივალის პირველმა დღემ საკმაოდ კარგად ჩაიარა. პირველივე დღიდან
ოთხივე სცენა იყო დატვირთული და ბევრი საინტერესო არტისტი წარსდგა
მსმენელის წინაშე“,- თქვა იორაშვილმა.
რაც შეეხება ჩამოსულ სტუმრების ნაწილს, ისინი ამბობენ რომ ანაკლიაში
ოთხი დღის განმავლობაში დარჩებიან და სასურველ შემსრულებლებს
დაელოდებიან.
„თურქეთიდან ჩამოვფრინდი, ეს არ არის ჩემი პირველი ვიზიტი, შარშანაც
ვიმყოფებოდი ანაკლიაში. EchoWaves კიდევ უფრო მაგარია. პირველ რიგში
Solomun -ის მოსასმენად ჩამოვედი, რაც შეეხება დანარჩენ
შემსრულებლებს, მათი სრული ჩამონათვალიც შესანიშნავია“, - ამბობს არონ
თურანი.
ღონისძიება 23-26 აგვისტოს ორგანიზაცია Anaklia Entertainment
Group-ის მიერ, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება და ის
ევროპაში ერთ-ერთ ცნობილ ფესტივალ „EXIT”-ის ქოლგის ქვეშ ეწყობა.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები