აფხაზეთის ოპოზიციური ძალები თვლიან, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას
„ქვეყანა ქაოსისკენ მიჰყავს და ეჭვქვეშ აყენებს მის
სახელმწიფოებრიობას“. მათი განცხადებით, ამაზე ნათლად მიანიშნებს
"ვიცე-პრეზიდენტის, ვიტალი გაბნიას გადადგომა, რომელმაც ნათელყო, თუ
რამდენადაც ძირგამომპალია მთელი სისტემა, განსაკუთრებით,
სამართალდაცვის მიმართულებით“.
"აფხაზეთის რესპუბლიკა - საპრეზიდენტო ქვეყანაა, მთავარი
პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, სწორედ პრეზიდენტს
აკისრია. სწორედ ის ხელმძღვანელობს აღმასრულებელი ხელისუფლების მთელს
სისტემას. შექმნილ ვითარებაში, კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი,
სახელმწიფოს მეთაურის გადადგომა და მის მიერ ვადამდელი არჩევნების
დანიშვნაა“, - ნათქვამია აფხაზური ოპოზიციის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
ამავე თემაზე:
ვიტალი გაბნია: მთავრობას
ვიცე-პრეზიდენტის დაცვაც კი არ შეუძლია
მასალის გამოყენების პირობები