ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიმდინარეობისას
ნარკოტიკული საშუალების
უკანონოდ შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით ირანის
რესპუბლიკის 3 მოქალაქე
დააკავეს. იფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან
სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები იმ დროს ამოიღეს, როდესაც
ისინი ნარკოტიკულ საშაულებებს მუსიკალური ფესტივალის დროს
ასაღებდნენ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 6-დან
11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების
ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4
ნაწილით.
ამავე თემაზე:
ანაკლიაში
ფესტივალის ECHOWAVES სტუმარი გარდაიცვალა
"ჩვენ გვინდა ანაკლია
ნარკოტიკის გარეშე"- ფეისბუქ მომხმარებლების რექცია
ანაკლიაში ფესტივალის
ECHOWAVES სტუმარი გარდაიცვალა
მასალის გამოყენების პირობები