ახალი ამბები
სეს: სექტემბრის პირველი კვირიდან თერმული ნისლით წამლობის შემდეგი ეტაპი დაიწყება
ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წევრები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად სამეგრელოს რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობას ატარებენ. ინფორმაციას სურსათი ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ამავე ცნობით, ამჯერად წამლობა ცივი შესხურების მეთოდით იმ სოფლებში მიმდინარეობს, სადაც მწერის მოსაზიდი ფერომონები, ე.წ მოიზიდე და გაანადგურე სადგურებია დამონტაჟებული.

„ხობის, მარტვილის, სენაკისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლებს შეუძლიათ, საკუთარი თვალით იხილონ ის შედეგი, რაც წამლობიდან ერთ საათში დადგა. ფერომონზე მოზიდული მავნებელი სრულად არის განადგურებული. სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონების სოფლებში ფერომონების დამონტაჟება გრძელდება. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტებში 50 ათასი ფერომონია გადანაწილებული. ფერომონი იზიდავს მავნებელს, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ზუსტად განისაზღვროს ბრძოლის ღონისძიებების არეალი და მაქსიმალურად შემცირდეს მავნებლის რიცხოვნობა“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სეს-ის ინფორმაციით, სექტემბრის პირველი კვირიდან დაიწყება თერმული ნისლით წამლობის შემდეგი ეტაპი, რომელიც მავნებლის მოზამთრე ფაზის დაწყებამდე გაგრძელდება.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.