ფოთში პროსტიტუციისთვის ადგილის გაქირავებისთვის ორი ადამიანი დააკავეს
სამართალდამცავებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე,
პროსტიტუციის მიზნით ადგილის გადაცემის ბრალდებით, ფოთში 1941
წელს დაბადებული
ნ.ა. და 1953 წელს დაბადებული ქ.ბ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან
საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საკუთარ
საცხოვრებელ ბინას და დროებით სარგებლობაში აღებულ სასტუმროს
ოთახებს, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, პროსტიტუციის მიზნით
აქირავებდნენ.
ამავე ინფორმაციით, ისინი, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს კლიენტების
მოძებნაშიც ხელს უწყობდნენ.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის
ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მე-2
ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს
2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
მასალის გამოყენების პირობები