გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს
თანამშრომლებმა, 2018 წლის აგვისტოში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და
ტრანსპორტირების 243 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 22 ფაქტი სისხლის
სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს. ინფორმაციას უწყება
ავრცელებს.
ამავე ცნობით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე
მეტი - 53 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო
ტერიტორიაზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 37 ფაქტი
დაფიქსირდა, იმერეთში - 29 ფაქტი, გურიაში - 8, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი
ქვემო სვანეთში - 14, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს
სამოქმედო ტერიტორიაზე - 32 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში - 5 ფაქტი, შიდა
ქართლში - 23, ქვემო ქართლის მასშტაბით - 13 ფაქტი, ხოლო
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 29
ფაქტი დაფიქსირდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 581 კუბურ მეტრამდე
ხე-ტყე.
გარდა ამისა, ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის
49 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 8 ერთეული დაურეგისტრირებელი
სახერხი დანადგარი.
მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია
გადაგზავნილი.
მასალის გამოყენების პირობები