აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია 8
სექტემბერს, ფსოუ-სოხუმის
გზის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა.
"აპსნიპრესის" ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც აფხაზეთის
ე.წ. სამთავრობო დელეგაცია სირიის არაბული რესპუბლიკიდან დაბრუნდა.
გაგულიას ავტომობილი, ამავე ცნობით, სამთავრობო კორტეჟის თანხლებით
გადაადგილდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები