წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო
სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი
გამოავლინეს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საუბარია
სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან, 7 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი
სახეობის სამასალე მერქანი უკანონოდ მოპოვებაზე.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის
დადგენა. მასალები კი შემდგომი რეაგირებისთვის რაიონულ სასამართლოს
გადაეგზავნება.
მასალის გამოყენების პირობები