წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ კანთში სკოლის აშენების მოთხოვნით
საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, სოფელი,
დაახლოებით, რვა წელია სკოლის გარეშეა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სკოლასთან ერთად არ ფუნქციონირებს
საბავშვო ბაღი და ამბულატორია.
აქციაზე მივიდა მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია.
„ვუთხარი ის ინფორმაცია, რაც სამინისტროსგან მქონდა. 2019 წელს
იგეგმება სკოლის მშენებლობა“, - უთხრა რადიო
"ათინათს" ფარცვანიამ.
მისი თქმით, აქციის მონაწილეებს საქართველოს განათლების სამინისტროს
გეგმა უკვე გააცნო.
სოფელ კანთში, სადაც სკოლის აშენებას ითხოვენ, სასწავლო პროცესი
მაღაზიის შენობაში მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები