დე ფაქტო აფხაზეთის მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობა სამ თვეში
გახდება ცნობილი. აფხაზი იურისტის ოლეგ პაპასკირის განმარტებით,
„კანონმდებლობაში“ არ არის ფრაზა „პრემიერ - მინისტრის გარდაცვალება“,
აქედან გამომდინარე, „ადამიანის სიკვდილის შემთვევაში იგივე წესები
მოქმედებს, რაც გადადგომის ან უფლებამოსილების შეწყვეტისას “, -
ამბობს ის. მისი თქმით, ახალი პრემიერ- მინისტრი ერთი თვის
განმავლობაში დაინიშნება, ხოლო სამი თავის განმავლობაში, მინისტრთა
კაბინეტის ახალი შემადგენლობა დასახელდება.
„9 სექტემბრიდან პრემიერ - მინისტრის მოვალეობას დროებით „აფხაზეთის
ვიცე-პრემიერი დაურ არშბა ასრულებს“, - წერს „სპუტნიკი“.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია 8
სექტემბერს, ფსოუ-სოხუმის გზის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო
შემთხვევის დროს
დაიღუპა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სირიიდან დაბრუნებული
გაგულია, აფხაზურ დელეგაციასთან ერთად, სოჭის აეროპორტიდან სოხუმისკენ
მიემართებოდა. ამავე ცნობით, ის სამთავრობო კორტეჟის თანხლებით
გადაადგილდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები