ზუგდიდის მუნიციპალიტეტის უკვე ყოფილი მერი, რომლებმაც თანამდებობის
დატოვების შესახებ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, ჩეხეთში იმყოფება.
მერიის პრესსამსახურში რადიო
„ათინათს“
უთხრეს, რომ ლაშა გოგია პრაღაში სასწავლო ვიზიტით 11 სექტემბერს
გაემგზავრა.
„ლაშა გოგია, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად, გაემგზავრა
"საქართველოს მუნიციპალიტეტების სავაჭრო პროექტების განხორციელების
მხარდაჭერის მიზნით დაგეგმილ სასწავლო პროგრამაში“ მონაწილეობის
მისაღებად, რომელიც 11-დან 14 სექტემბრის ჩათვლით იმართება“, -
გვითხრეს მერიაში.
ზუგდიდის მერის წინააღმდეგ სუს-მა გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო, რაც
ქრთამის აღებას გულისხმობს. თანამდებობა დატოვა ვიცე მერმა გია
გულორდავამაც.
ამავე თემაზე:
„რუსთავი 2“:
ფარულ ჩანაწერში ზუგდიდის მერი და ბიზნესმენი კორუფციულ სქემაზე
საუბრობენ
მასალის გამოყენების პირობები