მერობის ყოფილი კანდიდატი: გოგიას გადადგომა ვერ შეცვლის ზუგდიდში გამეფებულ კორუფციას
ზუგდიდის მერობის ყოფილი კანდიდატი გოგიტა ბიგვავა ლაშა გოგიას
თანამდებობიდან
გადადგომას ეხმაურება. მისი შეფასებით, პასუხისმგებლობა ცენტრალურმა
ხელისუფლებამ უნდა აიღოს და ზუგდიდში სიტუაცია დაასტაბილუროს.
გამოსავალ ბიგვავა, როგორც თავად ამბობს, გოგიას კადრების
გათავისუფლებასი ხედავს.
„საჭიროა პროცესების სამართლებრივი კაზუსის გარეშე დათხოვნილ იქნეს
საკრებულო, რადგან საკრებულო და მერია წარმოადგენენ უმეტესად
არაკვალიფიციურ ნეპოტისტური გზით შერჩეულ კადრებს. ქალაქის მერი ამ
კორუფციულ გარიგებებს ვერ შეძლებდა თავისი კორუფციული გუნდის გარეშე.
ამ კორუფციული გუნდის უკან დგას კონკრეტული სამსახურები და კომიტეტის
ხელმძღვანელები“, - აღნიშნა ბიგვავამ.
ზუგდიდის მერის წინააღმდეგ სუს-მა გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო, რაც
ქრთამის აღებას გულისხმობს. თანამდებობა დატოვა ვიცე მერმა გია
გულორდავამაც.
მასალის გამოყენების პირობები