სუს-ში „კეთილმოწყობის მართვის ცენტრის“ დირექტორი ნოე პერტაია გამოკითხეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ზუგდიდის მერიის
ა(ა)ი.პ „კეთილმოწყობის მართვის ცენტრის“ დირექტორი ნოე პერტაია
გამოკითხეს. როგორც რადიო „ათინათს“
უწყებაში უთხრეს, პერტაია ერთ-ერთი საკითხის შესწავლის
ფარგლებში გამოიკითხა, თუმცა, არ აკონკრეტებენ, რომელ საკითხზეა
საუბარია.
სუს-ში აღნიშნულთან დაკავშირებით სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
რაც შეეხება ნოე პერტაიას, ის რადიო
„ათინათის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
მასალის გამოყენების პირობები