ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე 15 სექტემბერს დაიბარეს.
ინფორმაცია რადიო “
ათინათს” უწყებაში
დაუდასტურეს.
დღესვე სუს-ში რამდენიმე საათის განმავლობაში ყოფილი ვიცე მერი გია
გულორდავაც იკითხებოდა. საქმე ეხება ლაშა გოგიას მიმართ 338-ე,
ქრთამის აღების მუხლით აღძრულ საქმეს. თავად ლაშა გოგია საქართველოში
პრაღიდან დღეს საღამოს დაბრუნდა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ
კითხვებს პასუხს ორშაბათს გასცემს.
ამავე თემაზე:
გია
გულორდავას დაკითხვა დასრულდა
მასალის გამოყენების პირობები