ახალი ამბები
​ კახა მიქაია: სუს-ში ჩემს მიერ დატოვებულ ჩანაწერში კორუფციული დანაშაული იკვეთება
​"დაიცავი საქართველოს" ლიდერის კახა მიქაიას ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ის ჩანაწერი წარადგინა, რომელშიც მისი თქმით, ზუგდიდის მაღალჩინოსნების კორუფციულ გარიგებაზეა საუბარი. ამის შესახებ მან, სუს-ში გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მიქაიას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

"სუს-ში დავტოვე მეხსიერების ბარათი. როგორც იცით, ამ ბარათში ჩანაწერი გრძელდება საათსა და 57 წუთის განმავლობაში. მათ, ცხადია, გარკვეული კითხვები ჰქონდათ,მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. იმედი მაქვს, ჩემს მიერ დატოვებული მეხსიერების ბარათი გამოძიებას დაეხმარება, რომ გამოძიება ჩატარდეს სწრაფად და ეფექტურად. კონკრეტიკაზე ვერ ვისაუბრებ,თუმცა ტელევიზიებს: "იმედს" და "რუსთავი 2"-ს აქვთ ჩანაწერები და ამონარიდები. სხვას ვერაფერს გეტყვით. შინაარსზე ვერ ვისაუბრებ. ჩანაწერი ჩემი თანდასწრებით არ უნახავთ, თუმცა მე ის დავტოვე. მათ მითხრეს, რომ გამოძიება იწყება“, - აღნიშნა მიქაიამ.

სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით, ამ წუთებში, სუს-ში გამომძიებლების კითხვებს პასუხობენ ზუგდიდის ყოფილი მერი, ლაშა გოგია და ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია.

"რუსთავი 2"-მა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, ლაშა გოგია ბიზნესმენთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ფარული ჩანაწერის მიხედვით, ბიზნესმენი მერისგან მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.