სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი
მერის ლაშა გოგიას დაკითხვა, რომელიც
9 საათი მიმდინარეობდა, დასრულდა.
ინფორმაცია ამის შესახებ რადიო
"ათინათს"
სუს-ში დაუდასტურეს.
ასევე რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას
დაკითხვაც.
დღესვე სუს-ში გამოკითხეს "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი
კახა მიქაიაც, რომელმაც უწყებაში სრული ფარული ჩანაწერი მიიტანა.
ლაშა გოგიას მიმართ 338-ე, ქრთამის აღების მუხლით დაწყებული
გამოძიების ფარგლებში გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა
ყოფილი ვიცე მერი გია გულორდავაც.
ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ გადადგომის შესახებ პოსტი ფეისბუქის
საკუთარ გვერდზე 12 სექტემბერს, გვიან ღამით, გამოაქვეყნა. რაც
შეეხება ვიცე-მერს გია გულორდავას, მან თანამდებობიდან წასვლის
შესახებ განცხადება დაწერა. „რუსთავი 2“-მა ფარული ჩანაწერი
გამოაქვეყნა, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, ლაშა გოგია
ბიზნესმენთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ფარული ჩანაწერის
მიხედვით, ერთ-ერთი ბიზნესმენი მერისგან მისთვის გადახდილი თანხის
უკან დაბრუნებას ითხოვს. ზუგდიდის მერის წინააღმდეგ აღნიშნული
ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ სუს-მა გამოძიება 338-ე მუხლით
დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
ლაშა გოგია
და ბიზნესმენი კვირკვია სუს-ში იკითხებიან
მასალის გამოყენების პირობები