ზუგდიდის ყოფილმა მერმა ლაშა გოგიამ "ქართული ოცნების" ოფისში ფარულ
ჩანაწერთან დაკავშირებით მოკლე განცხადება გააკეთა. რადიო
"ათინათი" მის
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"დადგა ორშაბათიც. მოგესალმებით, მინდა, პირველ რიგში, საზოგადოებას
მოთმინებისთვის მადლობა გადავუხადო და ბოდიში მოვუხადო იმ სიცრუის და
ფაბრიკაციის ტირაჟირებისთვის, რომლის გაჟღერებაც ბოლო დროს
მიზანმიმართულად ხდებოდა.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვარ უდანაშაულო და გავრცელებული
ჩანაწერი არის მიზანმიმართული პროვოკაცია ჩემს წინააღმდეგ. ჩემთვის
თანამდებობაზე ყოფნა თვითმიზანი არასდროს ყოფილა - ჩემი მიზანი იმ
სიმართლის დამტკიცებაა, რაც მაქვს და მჯერა, ჩვენს ქვეყანაში არსებული
ობიექტური გამოძიების პირობებში ეს უახლოეს პერიოდში დამტკიცდება. ამ
საქმესთან დაკავშირებით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა
დეტალებზე ვერ ვისაუბრებ.
მე გადავდექი მერის პოსტიდან, რათა არავის ჰქონდეს კითხვა, ჩემი
თანამდებობაზე ყოფნით, საქმის გამოძიებაზე, რაიმე სახის ზეგავლენის
მოხდენასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილების მიღება და ამომრჩევლის
დიდი ნდობის ვადაზე ადრე შეწყვეტა ჩემთვის ადვილი არ იყო, თუმცა
საჭირო იყო ჩემი პრინციპებისა და სიმართლის დამტკიცებისთვის.
როგორც იცით, ამ პროვოკაციის გაჟღერების დროს ჩეხეთში, სამსახურებრივ
მივლინებაში, ვიმყოფებოდი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი
დღეს, ორშაბათს ვიყავი დაბარებული, თუმცა ჩამოსვლისთანავე ჩემივე
მოთხოვნით მივედი სუს-ში. ამ საქმესთან რაიმე სახის, მცირე კავშირშიც,
რომ მქონდეს და თავს დამნაშავედ ვთვლიდე, შემეძლო დავრჩენილიყავი
უცხოეთში, თუმცა, პირიქით, ჩემივე ინტერესებიდან გამომდინარე, მზად
ვარ, საგამოძიებო ინსტიტუტებთან აქტიურად ვითანამშრომლო.
ვრჩები გუნდში, ქართული ოცნების დაარსების დღიდან ვიყავი და ვიქნები
მისი პრინციპებისა და იდეების ერთგული მებრძოლი. აქვე ვაცხადებ,
ვრჩები პარტიის ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ და
პარტიული სტრუქტურის გასაძლიერებლად მეტი დრო მექნება.
მინდა მადლობა გადავუხადო ზუგდიდელებს - ჩემს ამომრჩევლებს, რომლებმაც
მომცეს მანდატი, ვყოფილიყავი ჩემთვის საუკეთესო ქალაქის მერი. მადლობა
ჩემს თანამშრომლებს ერთად განხორციელებული ამბიციური პროექტებისთვის,
მადლობა სამოქალაქო სექტორს, მედიას ჩართულობისა და
თანამშრომლობისთვის.
მე აღმოვჩნდი პროვოკაციის მსხვერპლი და მე დავამტკიცებ ჩემს
უდანაშაულობას. დროებით...", - თქვა გოგიამ.
ლაშა გოგიას მიმართ ქრთამის შესაძლო აღებასთან დაკავშირებით სუს-მა
გამოძიება 338-ე, ქრთამის აღების მუხლით დაიწყო.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სამეგრელოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ცერემონიალის შესრულებას. მიცვალებულზე ზრუნვას სათანადო მოვლით და გამოწყობით იწყებდნენ.ამ პროცესს ერქვა რწკინუა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,ყველა იმ რიტუალზე და პროცესზე რომელიც აუცილებელობას წარმოადგენდა გარდაცვალებიდან დაკრძალვამდე.ასევე ხაზგასმითაა ღნიშნული ,,ნიშანიშ" რიტუალი .მიცვალებულის მოსაგონებლად მის ტანსაცმელს 40 დღეს გააჩერებდნენ.ძველი მეგრული რწმენის თანახმად,მიცვალებულის სული ამ ვადის მერე ტოვებდა ოჯახს.
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები