ზუგდიდში, ქრთამის აღების საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ზაზა
ხასაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ
აღმკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ის
საპატიმროს თანხის სრულად გადახდის შემდეგ დატოვებს. ინფორმაცია ამის
შესახებ რადიო
"ათინათს" თბილისის საქალაქო
სასამართლოში დაუდასტურეს.
ზაზა ხასაია სუს-ის ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომლებმა 14
სექტემბერს დააკავეს. საქმე ეხება ზუგდიდში ყოფილი მაღალჩინოსნების
შესაძლო კორუფციულ გარიგებას, რომელთან დაკავშირებითაც სუს-ში
გამოძიება 338-ე ქრთამის აღების მუხლით მიმდინარეობს.
ხასაია დავით შენგელიას დაცვის ყოფილი უფროსია. არსებული ინფორმაციით,
ის ამჟამად ბიზნესმენ
ზურაბ კვირკვიას დაცვის უფროსია.
მასალის გამოყენების პირობები