ზუგდიდში მეწარმეებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნეს (ვიდეო)
13:03 / 19.09.2018
ზუგდიდში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სახელმწიფო შესყიდვების
თემაზე ადგილობრივ მეწარმეებთან
საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მცირე და საშუალო ბიზნესისა და
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს კანონმდებლობაში არსებული
ცვლილებები, რეგულაციები, წესები, ელექტრონული პროცედურები და
სერვისები გააცნეს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის გელა
გელაშვილის ინფორმაციით, გასულ წელს სახელმწიფო შესყიდვებისთვის 3
მილიარდ 645 მილიონი ლარი დაიხარჯა. მისივე თქმით, სააგენტოში
დარეგისტრირებულია 4 ათას ხუთასი სახელმწიფო ორგანიზაცია და კომპანია,
მიმწოდებლის სტატუსით კი 35 000 ბიზნეს კომპანია სარგებლობს.
„ეფექტიანი მართვა, ბიზნესის ჩართულობა და მისი გამჭვირვალობა
წარმოადგენს პრიორიტეტულ მიმართულებას ჩვენი მთავრობისთვის.
დღევანდელი შეხვედრა კი ემსახურება იმას, რომ რეგიონში ბიზნესსექტორი
იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული და შესყიდვების პროცესებში მათი
ჩართულობა იყოს მაქსიმუმი. ჩვენთან არსებული შესყიდვების სისტემა კი
ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და მინიმუმამდე დაჰყავს კორუფციის
რისკები“, - უთხრა ჟურნალისტებს გელაშვილმა.
შეხვედრის მონაწილეებს სააგენტოს შესახებ ინფორმაციული ფილმიც
აჩვენებს. მეწარმეების თქმით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია,
რადგან მათ საკუთარი საქმიანობის განვითარებაში ეხმარება.
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი , ნიკოსეული სასახლე მასპინძლობს , სახელოვანი ქართველი რეჟისორის ,რესპუბლიკის დამსახურებული არტისტისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატ მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები