გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოეში 1958 წელს დაბადებული გურამ
ადამია ზღვაში დაიხრჩო. ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის საგანგებო
სიტუაციების
სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას. შემთხვევის ადგილზე
მისულმა მყვინთავებმა ცხედარი, დაახლოებით, 5 წუთში იპოვეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის მიზან ლომიას თქმით,
შემთხვევის შესახებ მათ თვითმხილველებმა შეატყობინეს. გურამ ადამია
სოფელ პრიმორსკოეს მკვიდრი იყო.
მასალის გამოყენების პირობები