ზუგდიდში, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე, 29 სექტემბერს მასშტაბური
სპორტული ღონისძიება საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართება.
ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის საცხენოსნო კლუბ "ხარებას"
დამფუძნებლის მამა იაკობ ეხვაიას თქმით, შეჯიბრში მონაწილეობას
მიიღებენ როგორც საქართველოს რეგიონებში, ასევე, სომხეთსა და
აზერბაიჯანში არსებული საცხენოსნო კლუბები და ცხენოსნები.
„სამ ათეულ წელზე მეტია, რაც მსგავსი ღონისძიება არ ჩატარებულა
ზუგდიდში. ეს იმის საწინდარია, რომ მომავალში ჩვენთან საცხენოსნო
სპორტი და ნახიონალური ცხენოსნობა კვლავ აღორძინდება და განვითარდება.
იმედი გვაქვს, რომ მომავალში ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებიც
შემოგვიერთდებიან და ეს იქნება ერთგვარი საფუძვლის ჩაყრა ჩვენი
დარღვეული მეგობრობის აღდგენის“, - უთხრა რადიო
„ათინათს“ მამა იაკობმა.
ამ დროისთვის მომავალი შეჯიბრის ადგილს, რომელიც, დაახლოებით, 10
ჰექტარს მოიცავს, მერიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის
თანამშრომლები დოღისთვის ამზადებენ. მამა იაკობი ამბობს, რომ სპორტის
ამ სახეობის განსავითარებლად კარგი იქნება, თუ ზუგდიდში იპოდრომისთვის
ერთი ტერიტორია გამოიყოფა.
ღონისძიების მთავარი სპონსორი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმია“.
შეჯიბრში გამარჯვებულს სწორედ „ანაკლიის თასი“ გადაეცემა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები