ფოთში მასწავლებლის დღის აღსანიშნად მერია 9 ათასამდე ლარს დახარჯავს
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ პროფესიული დღეების აღსანიშნად
გასამართი ღონისძიებებისთვის ტენდერი გამოაცხადა, რომლის შესყიდვის
ღირებულება 8 470 ლარია. სატედნდერო დოკუმენტაციის თანახმად,
მასწავლებლის დღის აღსანიშნავად ფოთში სხვადასხვა აქტივობა სამი დღის
განმავლობაში გაიმართება.
გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს 10, 11 და 12 ოქტომბერს
კონცერტის, „მხიარული სტარტების“, გამოფენების გამართვა. ამასთან,
მასწავლებლებს სიგელები გადაეცემათ, 15 მათგანი კი "წლის საუკეთესო
მასწავლებლის" მედლით დაჯილდოვდება.
მასწავლებლის პროფესიული დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება. ფოთის
მერიაში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ
ღონისძიებების გამართვა რამდენიმე დღით საორგანიზაციო საკითხების გამო
გადაიდო.
ტენდერში წინადადებების მიღება 21-დან 24 სექტემბრის ჩათვლით არის
შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები