აქტივისტ გიგა მაქარაშვილს, რომელიც ენგურის ხიდისკენ ფეხით
თბილისიდან მოდის, დღეს ზუგდიდში აქტივისტები და
მოქალაქეები დახვდებიან. ერთ-ერთმა მათგანმა როსტომ ზარანდიამ რადიო
„ათინათს“ უთხრა, რომ გიგას რამდენიმე
ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ჯგუფი შეუერთდება.
„ახლა ვემზადებით დასახვედრად, სავარაუდოდ, საკმაოდ ბევრნი ვიქნებით,
ხვალ კი უკვე მასთან ერთად ფეხით წავალთ ენგურის ხიდამდე და
გავაპროტესტებთ რუსულ ოკუპაციას“, - გვითხრა ზარანდიამ.
გიგა მაქარაშვილი, რომელიც თბილისიდან 14 სექტემბერს დაიძრა, ზუგდიდში
რამდენიმე საათში იქნება.
ფოტო: როსტომ ზარანდია
ამავე თემაზე:
სტუმარი -
გიგა მაქარაშვილი
მასალის გამოყენების პირობები