ენმ ზუგდიდში საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს (ვიდეო)
11:30 / 28.09.2018
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარის მირანდა მესხის
გადადგომას მოითხოვს. პარტიის სამეგრელო-ზემო სვანეთის ორგანიზაციის
თავმჯდომარის მურთაზ ზოდელავას თქმით, ამ დროის განმავლობაში ოლქსა და
უბნებზე 140-ზე მეტი საჩივარი დაიწერა და საარჩევნო პროცესები
არაორგანიზებულად მიმდინარეობს. ამის შესახებ მან დღეს პარტიის ოფისში
გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ზოდელავამ ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ კომისიების თავმჯდომარეების
და მათი მოადგილეების მიმართაც, რომლებსაც ამ პირობებში არ სურთ
მუშაობა, მირანდა
მესხი და სხვადასხვა სამსახურის, მათ შორის, პოლიციის
წარმომადგენლები, სსიპ-ების ხელმძღვანელები და
პედაგოგები ზეწოლას ახორციელებს.
„საუბნო კომისიების თავმჯდომარეებსა და მათ მოადგილეებს არ სურთ
მუშაობა, რადგან იციან თუ რა გაყალბებებზე, მოუწევთ ხელის
მოწერა, ხოლო მათზე ზეწოლას ახორციელებს მირანდა მესხი. გარდა
ამისა არის სავალალო მდგომარეობა საოლქო საარჩევნო კომისიაში, უკვე
დაწერილია 140-ზე მეტი საჩივარი სხვადსხვა პროცედურულ დარღვევებზე.
ასეთი სავალალო მდგომარეობა არ არის საქართველოს არცერთ ოლქში. მე
მინდა მოვუწოდო საოლქო კომისიის თავმჯდომარეს მირანდა მესხს,
რომ დაწეროს განცხადება და დატოვოს თანამდებობა, რადგან რასაც
ახლა მესხი აკეთებს, ის სავალალო შედეგით დასრულდება“, -
ამბობს მურთაზ ზოდელავა.
ენმ-ს ბრალდებებზე რადიო "ათინათი" #67
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოზიციას მალე
შემოგთავაზებთ.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები