სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორიალექსანდრე მოწერელია ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს შეხვდა. სამხარეო
ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი
ხასიათის იყო, რომელზეც თითოეულმა წარმომადგენელმა განხორციელებულ,
დაგეგმილ და შეფერხებულ პროექტებზე ისაუბრა. ამავე ცნობით, სოფლებში
გზის საფარის, სანიაღვრე და წყალსაწრეტი არხების, სკოლებსა და
საბავშვო ბაღების პრობლემა გამოიკვეთა.
„საუბარი ასევე შეეხო კოოპერატივების ბალანსზე არსებულ ძველ, ავარიულ
მდგომარეობაში მყოფ ნაგებობებსაც, სადაც ამბულატორია, საჯარო
ბიბლიოთეკა და ზოგან, საბავშვო ბაღებია განთავსებული“, - აღნიშნულია
პრესსამსახრუის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ალექსანდრე მოწერელიამ კი სოფლების გამგებლებს უთხრა, რომ თითოეული
პრობლემა ეტაპობრივად გადაიჭრება და მათ ამ კუთხით თანამშრომლობა
შესთავაზა.
„ვხედავ, რომ უამრავი პრობლემაა და მინდა, ვითანამშრომლოთ თითოეული
მათგანის გადაჭრის მიზნით. ეს ერთბაშად ვერ მოხერხდება, თუმცა
პრიორიტეტულ საკითხებად დავყოფთ და ეტაპობრივად შევძლებთ
დაბრკოლებების დაძლევას“. - განაცხადა გუბერნატორმა.
მანამდე მოწერელია ზუგდიდის მერიის თანამშრომლებსა და საკრებულოს
წევრებსაც შეხვდა.
ამავე თემაზე:
გუბერნატორი
ზუგდიდის მერიის თანამშრომლებს: არასაკმარისია მოქალაქეებთან
კომუნიკაცია
მასალის გამოყენების პირობები