ინგირში საცხენოსნო შეჯიბრი „ანაკლიის თასი“ 2018 გაიმართა (ვიდეო)
19:44 / 29.09.2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში დღეს „ანაკლიის განვითარების
კონსორციუმის“ მიერ დაფუძნებული საცხენოსნო
შეჯიბრი გაიმართა. „ანაკლიის თასის“ გამარჯვებულებმა თასთან ერთად
ფულადი ჯილდო 25 ათასი ლარის ოდენობითაც მიიღეს.
კონსორციუმის ხელმძღვანელის მამუკა ხაზარაძის თქმით, საპრიზო ფონდი
გაიზრდება და შეჯიბრი ყოველწლიური გახდება.
"მინდა, ყველას მინდა მივულოცო ამ შეჯიბრის დაფუძნება. ჩვენ
გადავწყვიტეთ, რომ ანაკლიის პორტის გარდა სხვა ისეთ საკითხებს
შევეხოთ, რომელიც ძირძველია ქართველისთვის და კერძოდ, სამეგრელოსთვის.
გვსურს, ავაღორძინოთ ძველი ტრადიცია, რადგან აქ იმართებოდა საცხენოსნო
ჯირითობა, გვსურს, დავამკვიდროთ და ავიყვანოთ საერთაშორისო მასშტაბის
დონეზე“, - აღნიშნა ხაზარაძემ.
დოღს დაესწრო სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე
მოწერელია, რომელმაც ყურადღება შეჯიბრის საზოგადოებრივ მნიშვნელობასა
და ქართველ და აფხაზ ხალხს შორის ამ გზით ურთიერთობების გაღრმავებაზე
გაამახვილა.
„ნიშანდობლივია, რომ კონფლიქტის ზონასთან სიახლოვეს იმართება შეჯიბრი
და უახლოეს მომავალში, მომდევნო შეჯიბრისთვის იგეგმება აფხაზეთიდან
მხედრების მოწვევა მონაწილეობისთვის. ეს ხელს შეუწყობს კულტურული
კავშირებისა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთობის გამტკიცებას, რაც
საუკენეების განმავლობაში არსებობდა ჩვენ შორის“, - თქვა
გუბერნატორმა.
დოღში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა
ცხენოსნებმა და საცხენოსნო კლუბებმა მიიღეს, გამარჯვებული კი
რამდენიმე კატეგორიაში გამოვლინდა.
ზუგდიდში არსებული საცხენოსნო კლუბ „ხარებას“ წარმომადგენელმა საბა
ეხვაიამ ე.წ. „სუფთა სისხლის“ ცხენების კატეგორიაში პირველი ადგილი
მოიპოვა.
სპეციალური ჯილდო გადასცეს დოღის უხუცეს, სამტრედიის საცხენოსნო
კლუბის დირექტორს 72 წლის პავლე კაკაბაძეს.
სამეგრელოში საცხენოსნო დოღი ანაკლიის თასზე ყოველწლიური გახდება და
საერთაშორისო მასშტაბს მიიღებს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
საქართველო-თურქეთის საზღვარზე თურქულმა სამართალდამცველებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის გამგებელი ბაკურ ქომეთიანი, თანმხლებ პირთან ერთად, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ქართული მედია ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები