რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული
აფხაზეთის პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას „გამარჯვების“ 25 წლისთავი
მიულოცა. მილოცვის ტექსტში აღნიშნულია, რომ "რუსეთი მომავალშიც
ყოვლისმომცველ დახმარებას გაუწევს რესპუბლიკის ხელმძღვანელობასა და
ხალხს მათ წინაშე არსებული ამოცანების გადასაჭრელად“.
სოხუმში „აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და გამარჯვების დღის“ 25-ე
წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს.
თავისუფლების მოედანზე ამ დღის აღსანიშნად სამხედრო აღლუმი
ჩატარდა.
„დამოუკიდებლობისა და გამარჯვების დღე, რომელსაც ჩვენს მეგობრებთან,
თანამებრძოლებთან და ძმებთან ვზეიმობთ, ჩვენი უახლესი ისტორიის
განუყოფელი ნაწილი გახდა. ჩვენმა ხალხმა დაიმსახურა წმინდა
თავისუფლება, რომელსაც ათასობით მამაცი აფხაზი შეეწირა. 1992 წლის
აგვისტოში აფხაზეთის ტერიტორიაზე ვერაგულად შემოჭრილ ქართველებთან
უთანასწორო ბრძოლაში ჩვენ გვერდით იდგნენ ჩვენი ძმები ჩრდილოეთი
კავკასიიდან, ჩვენი თანამემამულეები სხვადასხვა ქვეყნიდან,
მოხალისეები რუსეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან, დნესტრისპირეთიდან და
სხვა“, - განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ
ხაჯიმბამ.
25 წლის წინ აფხაზეთში ომის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, 250
ათასამდე ქართველი კი საკუთარ ქვეყანაში დევნილი გახდა.
ამავე თემაზე:
გიგა
მაქარაშვილის 13 დღიანი მსვლელობა ენგურის ხიდზე აქციით დასრულდა
(ფოტო, ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები