სამეგრელოში დამატებით სიჩქარის მზომი რამდენიმე რადარი ამოქმედდა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოს რამდენიმე რეგიონში სიჩქარის
მზომი რადარები დაამონტაჟა. უწყების ინფორმაციით, 1 ოქტომბრიდან
სიჩქარის მზომი 4 წერტილოვანი რადარი სენაკის მუნიციპალიტეტში,
თეკლათის საავტომობილო გზის მონაკვეთზე და ხობის მუნიციპალიტეტში,
ჭალადიდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ამოქმედდა.
სულ, საქართველოს მასშტაბით, ასეთი 27 რადარი იფუნქციონირებს.
მასალის გამოყენების პირობები