ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი დღეს, ხუთ ოქტომბერს ახალ სეზონს პრემიერით გახსნის. მაყურებლები თომას მანის მოთხრობების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს
„მარიო და ჯადოქარს“ იხილავენ, რომელიც თატრის მოწვევით რეჟისორმა გოგა თავაძემ დადგა.
„თეატრი კიდევ ერთი პრემიერისთვის ემზადება. ოქტომბრის თვეში საბავშვო სპექტაკლი „ბერიკები“ გაიმართება. დატრვირთვით მუშაობენ ჩვენი მსახიობები. გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, ჩვენს დასს სამი ახალი მსახიობი შეემატა. “, - გვითხრა ეგუტიამ.
რაც შეეხება თეატრის სამშენებლო სამუშაოებს, მისივე ინფორმაციით, ფუნდამენტი უკვე ჩაყრილია. ამჟამად, თეატრი სპექტაკლებს ყოფილი კულტურის სახლში მართავს.
მასალის გამოყენების პირობები