საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა რეგიონების სახანძრო-სამაშველო ძალების წარმომადგენლებს ტყის ახალი სახანძრო
მანქანები გადასცა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
ახალი მანქანები 13 ქალაქის ავტოპარკს შეავსებს, მათ შორისაა მესტიის მუნიციპალიტეტიც.
ამავე ცნობით, უახლოეს მომავალში საქართველოში დამატებით 7 ახალი ტყის სახანძრო მანქანა შემოვა.
ახალი სახანძრო მანქანები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ტენდერით მიმდინარე წლის ზაფხულში შეიძინა. მისი საერთო ღირებულება 10 მილიონი ლარია.
„ახალი სახანძრო მანქანის უპირატესობა რთულ რელიეფურ პირობებში გადაადგილებაა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ტყის ხანძრების რისკს“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები