ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, სადაც საკრებულოცაა განთავსებული, ბავშვთა სივრცე მოეწყო. აღნიშნული ინიციატივა საკრებულოს წევრს
სალომე ფაციციას ეკუთვნის. მან რადიო
„ათინათს“ უთხრა, რომ სხვადასხვა საჭირო ინვენტარი დეპუტატებმა საკუთარი სახსრებით შეიძინეს, მოგვიანებით კი გასართობი ნივთების დამატებაც იგეგმება.
„უმეტესად, გათვლილია ვიზიტორებისთვის, რომ თუ ბავშვს ვერ ტოვებენ ვერსად, მოიყვანონ და დატოვონ აქ, რომ უფრო მშვიდად და კომფორტულად იგრნძნონ თავი“, - გვითხრა ფაცაციამ.
დეპუტატმა აღნიშნული წინადადება საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე გააჟღერა, რომელიც მისმა კოლეგებმაც მოიწონეს.
ამავე თემაზე:
სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, შესაძლოა, საბავშვო კუთხე მოეწყოს
საკრებულოს დეპუტატი სხდომას შვილთან ერთად დაესწრო
მასალის გამოყენების პირობები