ახალი ამბები
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე აფხაზეთის კუთხე მოეწყო
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს პავილიონში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტენდზე აფხაზეთის შესახებ სხვადასხვა გამოცემა გამოფინეს. აქ წარმოდგენილი იყო აფხაზურ ენაზე ნათარგმნი აფხაზეთის ლიტერატურის, ხელოვნებისა და ძეგლთა დაცვის შესახებ გამოცემები. სტუმრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ უმასპინძლა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

ამავე ცნობით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა, სადაც მწერლებმა გურამ ოდიშარიამ და ბესო ხვედელიძემ აფხაზეთის თემატიკაზე ისაუბრეს.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, ასევე აფხაზური ენის თვითმასწავლებელი - ანიმაციური ელექტრონული სასაუბრო პროგრამის „ვისწავლოთ აფხაზური ენა - ზეპირმეტყველება" პრეზენტაცია გაიმართა. ელექტრონული სასაუბრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციავტივითა და მხარდაჭერით სპეციალური პროგრამის ფარგლებში შეიქმნა და ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას გაეცნოს და შეისწავლოს აფხაზური ენა.

alt
"ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს პავილიონში, აფხაზური კუთხის არსებობა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ გამოცემული წიგნების გამოფენა უნიკალური შესაძლებლობაა, უკეთ გააცნოს ევროპას საქართველოს ისტორიული კუთხე - აფხაზეთი თავისი მდიდარი წარსულითა და კულტურული მემკვიდრეობით", - აღნიშნავენ აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობაში.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს პავილიონში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა წარმოდგენილი იყო შემდეგი გამოცემებით: ზურაბ ჯგუბურიას „ისტორიულ-კულტურული ფასეულობები აფხაზეთში“, „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა ფაქტები შეფასებები“ და „ოკუპირებული აფხაზეთი - 25“, სალომე კაპანაძის „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთი“, ნატო მარშანიას „ქედუხრელი რაინდი“, მალხაზ ბარამიძის „ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი ძვ.წ. II-I ათასწლეულის პირველ ნახევარში“, ლევან რჩეულიშვილის „VIII-X საუკუნეების გუმბათოვანი ხუროთმოძღვრება აფხაზეთში“, ნუგზარ მგალობლიშვილის „აფხაზეთის თანამედროვე მხატვრები“. ასევე, წიგნები: „აფხაზური ენის თვითმასწავლებელი“, „აფხაზეთი ფოტოებში, სურათებსა და ჩანახატებში, XIX საუკუნე (ფოტოალბომი)“, „15 აფხაზური სიმღერა“ და სხვა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
25 / ნოემბერი 2024
ასლან ბჟანია, ისევ აპირებს „აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში" მონაწილეობას, ამის შესახებ მან რუსულ "ტასს" განუცხადა.
24 / ნოემბერი 2024
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
24 / ნოემბერი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.