ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოყვა. თვითმხილველებისინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ჯერ ელექტროგაყვანილობის ბოძს დაეჯახა,შემდეგ კი ეზოში შევარდა.
შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი.
დაშავებულებს ამ წუთებში ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გამოკვლევები უტარდებათ. საავამდყოფოს სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, გარეგანი დათვალიერებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
შს სამინისტროში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები