არჩევნები
„ქართული ოცნება“ ზუგდიდში 17 წევრმა დატოვა
„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ ზუგდიდში ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხდა, რომ „ქართულ ოცნებას“ 17 წევრი ტოვებს. მისი ინფორმაციით, ესენი არიან: საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ ყოფილი თავმჯდომარე - ვადიმერ ჯიქია, „ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მერაბ ბერულავა, ანაკლიის ყოფილი გამგებელი - გენადი სორდია, სამეგრელოს რეგიონის მობილურ ოპერატიული ჯგუფების ყოფილი უფროსი- მერაბ შენგელაია, საოლქო კომისიაში წევრი მმართველი პარტიიდან- ლაზარე ავალიანი, განმუხურის უბნის კოორდინატორი „ოცნებიდან“- ლევან ხუბუა, ამავე სოფელში მმართველი პარტიის შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი- ზვიად პერტაია, კოორდინატორი „ოცნებიდან“- ემირ დარსანია, კახათის საარჩევნო უბნის კოორდინატორი -შოთა თოდუა, ყულიშკარში მმართველი პარტიის კოორდინატორი უბანზე-გოგიტა ჯიქია, ახალსოფელში „ოცნების“ მხარდამჭერა-ზურაბ ჯოჯუა, - ოდიშში „ქართული ოცნების“ აგიტატორი - ბესიკ ჯიჭონაია, იგივე სოფელში „ოცნების“ აგიტატორი -თამაზ ბულია, უბნის აგიტატორი ურთაში - მარიკა ქირია, „ოცნების“ ზონის კოორდინატორი - ვალერ ჯალაღონია, პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი - ქეთო ტაბაღუა, ყულიშკარის ოცნების კოორდინატირი - ზაალ როგავა. 

უგულავას თქმით, ზემოაღნიშნული ადამიანები მხარს უჭერდნენ მმართველ პარტიას, თუმცა მათ მიერ პარტიის დატოვება ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა. უგულავა ამბობს, რომ ამ ადამიანებისთვის ყველაზე მძიმე ზურაბიშვილის მხარდაჭერა აღმოჩნდა, რაც, მისივე თქმით, ქვეყნის ინტერესების „წინააღმდეგ წასვლას“ ნიშნავს.

მმართველი პარტიის 17-ვე ყოფილი წევრი, რომელიც დღეს შეხვედრას ესწრებოდა, "ევროპულ საქართველოს" შეუერთდა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.