მერია: ანსამბლ "თუთარჩელას" ფართი ექნება, თუმცა არა კულტურის სახლში (ვიდეო)
17:20 / 16.10.2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა და მერიის სხვა შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები კულტურის სახლში მივიდნენ, სადაც სარეპეტიციო ფართის
დაბრუნების მოთხოვნით ბავშვები შეიჭრნენ. ნანავა აქციის მონაწილეებს და თეატრის მსახიობებს, შეხვედა რომლებსაც ამჟამად აღნიშნული ფართი აქვთ დაკავებული. შეხვედრაზე, რომელიც მედიისთვის დაიხურული იყო, ასევე ვერ მოხვდა კულტურის სახლის დირექტორი ნატო გელენავა. მისი თქმით ის მაიზერ ნანავამ არ შეუშვა.
"მე არ შემიშვა და ყვირილით გამომაგდო გარეთ. მე რატომ არ დამასწრეს შეხვედრას, როდესაც ყველა დოკუმენტაცია მე მაქვს. ჯერ კიდევ მე ვითვლები დირექტორად. სწორედ მე დავუდე ხელშეკრულება თეატრს და დავუთმე რამდენიმე საათით", - თქვა გელენავა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ანსამბლ "თუთარჩელას" ხელმძღვანელმა მახო გვარამიამ თქვა რომ, მერიის წარმომადგენლები მათ ალტერნატიულ ფართის გამოყოფას დაპირდნენ.
"ვისაუბრეთ მშვიდად და ჩვენი პრობლემა ავუხსენით. გვითხრეს, რომ ალტერნატიულ ფართს გამოგვიყოფენ. ზუსტად პასუხი ხვალ გვეცოდინება", - ამბობს მახო გვარამია.
ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის ნიფორმაციით, კულტურის სახლში მომუშავე ქორეოგრაფს და მისი ანსამბლის წევრებს, აღნიშნული ტერიტორიის დატოვება თეატრალური დასის გამო მოუწიათ, თუმცა ამის შესახებ ისინი თავიდანვე გაფრთხილებულები იყვნენ. "კანონის და ხელშეკრულების შესაბამისად გაფრთხილებული იყო ქორეოგრაფი, რომ უნდა დაეტოვებინათ ეს ტერიტორია, რადგან აქ თეატრალური დასი იფუნქციონირებდა. მოგეხსენებათ, რომ თეატრის შენობას უტარდება რეაბილიტაცია და მსახიობებს უნდა ჰქონოდათ ადგილი, სადაც გამართავდნენ სპექტაკლებს. აქედან გამომდინარე, მოუწიათ ამ ადგილის დატოვება, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ხელშეწყობა და ვმუშაობთ ალტერნატიულ ფართზე. უახლოეს დღეებში ეს საკითხი გადაწყდება დადებითად. მათ ექნებათ ფართი, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს არ იქნება კულტურის სახლში", - თქვა მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მაგდალინა თოდუამ.
ზუგდიდის კულტურის სახლის შენობაში, სადაც ამჟამად თეატრალური დასი რეპეტიციებს და სპექტაკლებს მართავს, მოცეკვავეები, მათი მშობლები შეიჭრნენ. ისინი ფართის დაბრუნებას ითხოვენ.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები