ახალი ამბები
სოხუმში წითელი ცხვირგრძელას მიერ განადგურებული ათამდე პალმა მოჭრეს
სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკოლოგიის და გარემოს დაცვის საკითხებზე იმსჯელეს. ჟურნალისტების კითხვები, ძირითადად, ბოლო წლებში გავრცელებული მევნებელი მწერების წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს ეხებოდა, წერს ინტერნეტ-გამოცემა „აიაირა“.

ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის კომიტეტის წარმომადგენელმა საველი ჭითანავამ განაცხადა, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების გატარებისასა, პესტიციდები სიფრთხილით გამოიყენეს, ფლორისა და ფაუნისთვის შესაძლო ზიანის თავიდან ასაცილებლად და მავნებლის გადანდგურების მექანიკურ მეთოდსაც მიმართეს. აფხაზი სპეციალისტების შეფასებით, ამან კარგი შედეგი გამოიღო და ფაროსანას რაოდენობა 50 მილიონით შემცირდა.

"ამ მიმართულებით სამუშაოები გრძელდება, განსაკუთრებით ოჩამჩირის, გუდაუთის და ტყვარჩელის რაიონებში... თუმცა, მიუხედავად ამისა, მოსავალი მაინც არ გვაქვს... ფაროსანაზე უფრო სერიოზულ საშიშროებას, სოკოვანი დაავადებები წარმოადგენენ. მათ წინააღმდეგ, სამწუხაროდ, არანაირი ზომები არ გატარებულა“ - აღნიშნა ჭითანავამ.

შეხვედრაზე კიდევ ერთ მავნებელზე, პალმის ცხვირგძელაზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც კრასნოდარის მხარიდან გავრცელდა აფხაზეთის ტერიტორიაზე. საველი ჭითანავას ინფორმაციით, მავნებელთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება ხეების მოჭრა, შემდეგ კი მათი დაწვაა.

"სამწუხაროდ სოხუმში ბოლოს ერთი თვის განამვალობაში შვიდი დაზიანებული პალმა დაფიქსრიდა. გუშინ, კიდევ სამი გამოავლინეს. დაავადების აღმოჩენის შემდეგ, მავნებელთან ბრძოლის ერთადერთი მეთოდი, ხის მოჭრა, დაწვაა. უტილიზაციის მხოლოდ ეს ფორმაა ეფექტური“, - ამბობს ეკოლოგი.

მან აღნიშნა, რომ პალმის ცხვირგძელაზე მონიტორინგის მიზნით "რესპუბლიკაში" საგანგებო შტაბი შეიქმნა.

პრესკონფერენციაზე საუბარი ბზის ალურასაც შეეხო, რომელმაც აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ბზის დიდი ნაწილი გაანადგურა. კოლხური ბზა, ამჟამად, მხოლოდ 60-70 ჰექტარზეა შემორჩენილი. საველი ჭითანავამ განაცხადა, ბზის ალურის გასანადგურებლად ტარდება რეგულარული ღონისძიებები ბზიფის ხეობაში, შარშან შვიდჯერ შეიწამლა ნარგავები, წელს - ოთხჯერ. სპეციალისტმა იმედი გამოთქვა, რომ ისინი შეძლებენ ბზის რეაბილიტაციას და შენარჩუნებას.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2025
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით, რეისებს ამატებს.
19 / აპრილი 2025
თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვა კავკასიონის ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიას უკავშირდება ,ამის შესახებ "საქართველოს ელექტროსისტემაში” მედიას განუცხადეს.
19 / აპრილი 2025
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ ახალი მინისტრთა კაბინეტი დააკომპლექტა და „მთავრობის“ წევრები დაამტკიცა, წერს "აფსნიპრესი". 
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.