სინოპტიკოსები მესტიაში 26 ოქტომბერს პირველ თოვლს ელოდებიან. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი დღეების განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში
ამინდი მკვეთრად გაუარესდება.
„ხვალ დღის მეორე ნახევრიდან დაიწყება წვიმა, რომელიც 25-შიც გაგრძელდება. 26 ოქტომბერს კი ჰაერის ტემპერატურა 12 გრადუსამდე დაიწევს და წვიმიანი ამინდი იქნება ზუგდიდში, მესტიაში კი თოვლს ველოდებით“, - გვითხრეს სააგენტოში.
სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოდარებას 27 ოქტომბრიდან პროგნოზირებენ.
მასალის გამოყენების პირობები