მარტვილში პოლიციელების მხრიდან მამაკაცზე შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
მარტვილში მამაკაცი სამართალდამცავებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ედიშერ სიგუას თქმით, პოლიციელებმა ის ნასვამ მდგომარეობაში დააკავეს
და ჯერ გზაში, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში სცემეს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშრიებით, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. რადიო „ათინათს“ უწყებაში უთხრეს, რომ საქმე სს კოდექსის 333-ე მუხლით აღძრა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ სიგუა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები