ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული მუშებს კუთვნილ ხელფასები დაერიცხათ, თუმცა ისინი მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ. ამის შესახებ რადიო „ათინათს“
ერთ-ერთმა გაფიცულმა ლაშა ბარძემაშვილამ უთხრა.
„ჩაგვერიცხა ხელფასები, მხოლოდ ერთს არა აქვს მარტო აღებული, მაგრამ ვფიქრობ ტექნიკური ხარვეზია. მიუხედავდ ხელფასების დარიცხვისა არ ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას, რადგან დაბალი ანაზღაურებაა და თან ხელფასებს აგვიენებენ“, - თქვა ბარძიმაშვილმა.
მუშების ნაწილმა ხელფასების მოთხოვნით აქცია 20 ოქტომბერს გამართა, თუმცა სკოლაში მუშაობა ოთხი დღით ადრე შეწყვიტეს.
მასალის გამოყენების პირობები