ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო განათებების შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან დეკორაციების შესაძენად 327 ათასამდე ლარი დაიხარჯება.
საუბარია ქალაქის ცენტრალური ქუჩების, ბულვარისა და დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ტერიტორიის სადღესასწაულო განათებაზე.
ტენდერში წინადადებების მიღება 2-დან 5 ნოემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
შარშან საახალწლო განათებები ზუგდიდის მერიამ თბილისის მერიისგან ინათხოვრა. 2016 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან საახალწლო სანათების შესაძენად 53 ათას ლარზე მეტი გამოიყო. 2015 წელს კი ნათურებისთვის 15 ათასი ლარი დაიხარჯა.
ამავე თემაზე:
ზუგდიდს საახალწლო სანათები თბილისის მერიამ ათხოვა
მასალის გამოყენების პირობები