ზუგდიდის 26-ე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცედურა ზუსტად რვა საათზე დაიწყო. აქ პირველმა ამომრჩეველმა ხმა, დაახლოებით, 9-ის 3 წუთზე მისცა.
უბანზე არჩევნებს საიას, საერთაშორისო ორგანიზციების და პოლიტიკური პარტიების 13 დამკვირვებელი აკვირდება.
უბნის თავმჯდომარის ნატა ქარჩავას თქმით, ისინი არჩევნების მშვიდ გარემოში ჩასატარებლად მზად არიან.
პირველმა ამომრჩეველმა რადიო
"ათინათს" უთხრა, რომ ხმა მისცა აფხაზეთში დაბრუნებას.
"მე დევნილი ვარ და მიყვარს და მჯერა ყველასი, ვისთვისაც ეს საკითხი უმთავრესია. ხმა აფხაზეთში დაბრუნებას მივეცი. ქართული გვარი არ მაქვს, მაგრამ სულით ქართველი ვარ და მჯერა იმისი, ვისაც აფხაზეთი უყვარს", - თქვა ივანე თამაზ - ოღლიმ.
26-ე საარჩევნო უბანზე სულ 1279 ამომრჩეველია რეგისტრირებილი
მასალის გამოყენების პირობები