ზუგდიდის მუნიციპალიტეტია სოფელ ყულიშკარის #68 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტიურობა უკვე შეინიშნება. აღნიშნული უბანი 7 საათზე დარღვევების გარეშე გაიხსნა და პირველი
ამომრჩეველი 08:01 წუთზე დაარეგისტრირდა.
"უბანი დროულად შვიდ საათზე გაიხსნა, კომისიის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობით. ჩატარდა ყველა შესაბამისი პროცედურა, მათ შორის წილისყრები", - თქვა #68 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე მანუჩარ ხარებავამ.
აღნიშნულ უბანზე სულ 1 338 ამომრჩეველია რეგისტრირებული. აქ საარჩევნო პროცესს ამ ეტაპზე 15-მდე დამკვირვებელი აკვირდება.
მასალის გამოყენების პირობები