"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ანა წითლიძის ინფორმაციით, საარჩევნო უბნის შესასვლელებთან მმართველი პარტიის მხარდაჭერილი
საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პლაკატები გააკრეს, ხოლო აქტივისტები "ქართული ოცნების" ლოგოიანი მაისურებით გადაადგილდებიან. მისივე თქმით, ეს კანონდარღვევაა და ისინი სააგიტაციო მასალას, სადაც ნახავენ, ყველგან ჩამოხევენ.
"მინდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ ეს არის კანონდარღვევა, რადგან სადაც ეს სააგიტაციო მასალებია გაკრული, არის უბნის ერთადერთი შესასვლელი", - ამბობს წითლიძე.
მისივე ცნობით, აღნიშნული ფაქტი სოფლებში რიყის და ჭითაწყარის უბნებზე დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები