კომისიის თავმჯდომარე: ჩხოროწყუში ენმ-ის წევრებს გადასატანი ყუთის წაღება არ სურთ
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნები დროულად გაიხსნა. საოლქო კომისიების თავმჯდომარეების ინფორმაციით, ამ წუთებში კენჭისყრის პროცედურა ყველა
უბანზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა სხვადასხვა პროცედურულ დარღვევაზე საჩივრები დაიწერა.
ჩხოროწყუს 69-ე საოლქო - საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ვიტალი წურწუმიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გადასატანი ყუთის წაღებაზე უარს აცხადებენ.
სულ სამეგრელო-ზემო სვანეთის 9 მუნიციპალიტეტში 265 უბანია და 221 253 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
მასალის გამოყენების პირობები