„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ზუგდიდში სოფელ ინგირში, #94-ე საარჩევნო უბნებზე შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს.
ამის შესახებ ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განაცხადა.
„უბანზე ჩვენმა დამკვირვებელმა დააფიქსირა, თუ როგორ ჩააგდო საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტი საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა კომისიის წევრმა. პროტესტის გამოხატვის შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ და სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა უბნის გარეთ გაიყვანეს ჩვენი დამკვირვებელი, სთხოვეს თვალი დაეხუჭა ამ ფაქტზე, არ დაეწერა საჩივარი და პირობა მისცეს, რომ აღარ განმეორდებოდა მსგავსი შემთხვევა. ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს დაინტერესდეს ამ შემთხვევით და მიიღოს შესაბამისი ზომები. ჩვენ ვითხოვთ ამ უბნის შედეგების ბათილად ცნობას“, - თქვა ეკა გიგაურმა.
94-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ხათუნა ჯგერენაიამ რადიო “ათინათს” უთხრა, რომ დარღვევა არ ყოფილა, რადგან "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა, რომელიც ხმას ამ უბანზე აძლევს, ყუთში ბიულეტენი ჩააგდო.
ამავე თემაზე:
TI: ზუგდიდის 94-ე უბანზე მომხდარი ინციდენტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს
მასალის გამოყენების პირობები