"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ზუგდიდის 107 საარჩევნო უბნიდან 60 უბანზე "გაერთიანებული ოპოზიციის" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იმარჯვებს.
ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის თქმით, ამ დროის მონაცემებით, ვაშაძემ მხოლოდ 5 უბანზე ვერ გაიმარჯვა.
"ჯერ-ჯერობით 60 უბანზე გრიგოლ ვაშაძე იმარჯვებს. 5 უბანზე მცირე რაოდენობით წააგო. დანარჩენ უბნებზე ხის დათვლა მიმდინარეობს",- განაცხადა ანა წითლიძემ.
ცოტა ხნის წინ ზუგდიდის #67 საოლქო კომისიაში 10 უბნის მონაცემები იყო შესული. წინასწარი მონაემებით, ყველა მათგანში ვაშაძე იმარჯვებს.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის #94 საარჩევნო უბანი: ვაშაძე - 298 ხმა, ზურაბიშვილი - 217 , ბარაძე - 22
სოფელ ინგირის ერთ-ერთი უბანზე გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა
ზუგდიდში არჩევნებზე საკუთარი ნება 49 ათასამდე ადამიანმა გამოხატა
მასალის გამოყენების პირობები