ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებლის მაიზერ ნანავას თქმით, მას ლაშა გოგიასა და გია გულორდავას დაკავებასთან დაკავშირებით არაფრის თქმა არ შეუძლია.
"ყველაფერს დაადგენს გამოძიება. მე რა შეფასება უნდა გავაკეთო, მხოლოდ ის ვიცი, რაც ბრიფინგზე მოვისმინე", - უთხრა რადიო
"ათინათს" ნანავამ.
ლაშა გოგია და გია გულორდავა სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
გოგიამ თანამდებობა მიმდინარე წლის 12 სექტემბერს დატოვა.
ამავე თემაზე:
სუს: გოგიას და გულორდავას 11-დან 15-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
მასალის გამოყენების პირობები